რეგიონი
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო სხდომა ჩატარდა (ვიდეო)
ზუგდიდის თემის საკრებულო დღეს ბოლოჯერ შეიკრიბა, რომელზეც თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ დეპუტატებს ერთი წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა. სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა გამგებლის მოადგილის თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნას, რომელიც წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, პატივი მიაგეს და მის პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს.



ნანავამ საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სოციალური სახლების მშენებლობამ, ყველზე მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ბენეფიციარებისთვის. თითქმის ყევლა პრობლემურ სოფელში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, გაკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით ხიდ-ბოგირს, რამდენიმე სოფელში შეკეთდა და მოიხრეშა საავტომობილო გზები. მნიშვნელოვნად გაიზარდა C ჰეპატიტის პროგრამის მკურნალობის დაფინანსება”, - აღნიშნა ნანავამ.

დღეს ანგარიში ზუგდიდის გამგებელს და ახლადარჩეულ მერს ლაშა გოგიასაც უნდა წარედგინა, თუმცა, როგორც სხდომაზე ითქვა, მან ეს მოადგილის დაღუპვის გამო ვერ მოახერხა. სხდომა შენიშვნებისა და კითხვების გარეშე დასრულდა.
Print