ახალი ამბები
მე-3 საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება
ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მესამე საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება. შესაბამის განკარგულებას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.

საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას განმარტებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს სკოლის დირექტორმა ლევან ღურწკაიამ მიმართა.



Print