რეგიონი
დღეს "ჩხოროწყუობა-2017" გაიმართება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა 2017“ გაიმართება. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:  13:00 საათზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, ხოლო 13:30 საათზე საპატიო ჩხოროწყუელის დაჯილდოების ცერემონია. დღესვე, 14:00 საათზე სოფელ ხაბუმეში საბავშვო ბაღი გაიხსნება, 15:00 საათზე - მუნიციპალიტეტის ცენტრში სახალხო სეირნობა მოეწყობა, ხოლო 17:00 საათზე შედგება გალა - კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ ,,კავკასიონის" მონაწილეობით.

აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუში წელს მეექვსედ იმართება.
Print