რეგიონი
ოთარ დანელია ფაროსანას ბიოლოგიური მტერის შემოყვანას არ ეთანხმება
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოლოგიური მტერი შემოყვანის წინააღმდეგია. მისი განმარტებით, ერთადერთი ბიოლოგიური მტერი, რომელიც ფაროსანას ჰყავს, იაპონური კრაზანაა, რომლის საქართველოში შემოყვანა ეკოსისტემას დააზიანებს.

„არ ვიცი, რეალურად წყარო რა იყო, მაგრამ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, რადგან ერთადერთი ბიოლოგიური მტერი, რომელიც ფაროსანას ჰყავს, იაპონური კრაზანაა, რომლის საქართველოს შემოყვანაც ეკოსისტემას დააზიანებს, ან რაღაცა ცვლილებას მოუტანს. ამიტომ ასეთ რისკებს ვერ გავწევთ, თუმცა მეცნიერი არ ვარ და დასკვნას ვერ წარმოგიდგენთ. საერთო ჯამში, თანხები უნდა მოხმარდეს მასივების დამუშავებას, რადგან როგორც კი დათბება, ფაროსანას ველზე გამოსვლა დაიწყება და პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ლიკვიდაცია ადგილზე მოხდეს”, – აღნიშნა დანელიამ.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ აღნიშნულმა მწერმა შესაძლოა მეფუტკრეობის დარგის განვითრებას შეშულოს ხელი.

Print