ახალი ამბები
გრიგოლ მიქავას დაჭრაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გრიგოლ ჭაბუკიანთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მათივე ცნობით, მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით.

“მხარეები შეთანხმდნენ და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან ეს პერსონალურ მონაცემებს შეიცავს“, - განაცხადეს სასამართლოში.

ბრალდებულის ადვოკატის, როზეტა ზარქუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი იყო სასამართლოს საქმე არსებითად არ განეხილა.

„რაც შეეხება განაჩენს, ვერ გეტყვით დამატებით ვერაფერს, რადგან ეს კონფიდენციალურია“, - აღნიშნა ზარქუამ.

გრიგოლ მიქავა 27 სექტემბერს დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცავებმა მის დაჭრაში ბრალდებული პირველ ნოემბერს დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.