ახალი ამბები
ფოთში ჯილეხით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სხვადასხვა ჩივილით სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„ძლიერი თავის ტკივილებით, ღებინებით, ყელის შეშუპებით რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ.


28 წლის ქალი, რომელსაც ჯილეხის დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევევით დაუდასტურდა, 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

Print