რეგიონი
ზუგდიდის აბრეშუმის ძაფსახვევ ფაბრიკაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს (ვიდეო)
გრაფ როზმორდუკსა და ზუგდიდის აბრეშუმის ძაფსახვევ ქარხანაზე დოკუმენტური ფილმი გადაღება დასრულდა. ფილმში ასახულია გრაფ როზმორდუკის სამეგრელოში მოღვაწეობის პერიოდი, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობები, ფაბრიკის დაარსების ისტორია და ა.შ.

1848 წელს გრაფ როზმორდიუკმა (საფრანგეთის თბილისელი კონსულის შვილი) და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დაარსეს მეაბრეშუმეობის გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელმაც 1863 წლამდე იარსება.

როზმორდიუკმა ფაბრიკის აღსაჭურვად ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო დანადგარები საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ამასთან ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალი (მარი და სიუზეტი), რომლებმაც თავიანთი ხელობა ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. პირველსავე წელს დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3250 მანეთად. 1852 წელს, მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმსახვევი საწარმოს პროდუქტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელი ქალაქ ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილებაა. ფილმის გადასაღებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათას ლარამდე გამოიყო.




Print