ახალი ამბები
საკრებულოს ახლადარჩეული წევრები ზუგდიდში საარჩევნო პლაკატებს ხსნიან (ვიდეო)
ზუგდიდში საკრებულოს ახლადარჩეული წევრები და "ქართული ოცნების" წევრები წინასაარჩევნო მასალებს ხსნიან. დასუფთავების აქცია დილის თერთმეტი საათიდან დაიწყო და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მამუკა წოწერიას თქმით, ყველა უბანს მოიცავს. '

მისივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაიწმინდება ბოძები, დაწესებულებების კედლები და ღობეები.
„აქციაში სულ 800-მდე მოხალისე მონაწილეობს და ქალაქის 3000-მდე აღრიცხული ობიექტი გასუფთავდება. მინდა მადლობა ვუთხრა მოხალისეებს“, - განაცხადა წოწერიამ.



საარჩევნო მასალებისგან ქალაქს მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატალია შეროზია და სხვა ყოფილი საჯარო მოხელეები წმენდენ.

საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულები არიან, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

Print