რეგიონი
ლაშა გოგია: თანამშრომლების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იქნება
ქალაქ ზუგდიდის ახლადარჩეული მერი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ლაშა გოგიას ინფორმაციით, მერიის სამსახურების დაკოპლექტება საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ დაიწყება.

"საკადრო გადაწყვეტილებები მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც საკრებულო დაამტკიცებს მერიის მუშაობის სტრუქტურას. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იქნება", - უთხრა რადიო "ათინათს" გოგიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ შენობაში განთავსებდა მერია, გოგიამ გვიპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, საკრებულო და მერია სხვადასხვა შენობაში დაიდებს ბინას.

თემის ყოფილმა გამგებელმა ლაშა გოგიამ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 54, 7 %-ით გაიმარჯვა.


Print