ახალი ამბები
რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ავარია მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას და შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print