რეგიონი
რაულ ხაჯიმბა „აფხაზეთის მეგობართა ჯგუფის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნაურუს რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბა „აფხაზეთის მეგობართა საპარლამენტთაშორისო ჯგუფის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც ნაურუ, ვანუატუ და ტუვალუ შევლენ.

„ეს ჯგუფი რეგიონში აფხაზეთის ინტერესების დაცვას შეძლებდა... ასევე, შესაძლებლად მიმაჩნია წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმთან უერთიერთობების ჩამოყალიბება, რომელშიც ნაურუ შედის“, - განცხადა რაულ ხაჯიმბამ.

თავის მხრივ, ნაურუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ბარონ ვაკამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან მომავალშიც „ლობირება გაუწიონ აფხაზეთის ინტერესებს და მისი აღიარების პროცესს“.

ნაურუს დელაგაცია, რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობოთ აფხაზეთს 12 ნოემბერს ეწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღნიშნული ქვეყნის დელეგაცია პარლამენტის სპიკერის სირილ გურამანის ხელმძღვანელობით სოხუმში პირველად 2016 წელს იმყოფებოდა. მაშინ „მთავრობათაშორის“ ხელშეკრულებას მოწერა ხელი. ბოლოს ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკის წარმომადგენლები სოხუმში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდნენ.



Print