რეგიონი
საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გამგეობის შენობაში ჩატარდება
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს 15:00 საათზე გაიმართება. დეპუტატის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ის გამგეობის შენობაში ჩატარდება.

„სანამ დავლაგდებით, სხდომები გამგობის შენობში გაიმართება, რადგან აქ სააქტო დარბაზი შესაბამისი ტექნიკით უკეთესად არის აღჭურვილი “, - თქვა მან.

კანონის მიხედვით, პირველ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ კი მას უხუცესი წევრი გაუძღვება, სადაც დეპუტატები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.

საკრებულოში მმართველი გუნდი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ეყოლება. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ-ის ერთი მაჟორიტარი და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 2 წარმომადგენელი ეყოლება.

მოსახლეობამ კი ზუგდიდის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგია აირჩია.

Print