რეგიონი
საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი და გამგებლის ყოფილი მოადგილე მამუკა წოწერია უხელმძღვანელებს. ფარული კენჭისყის შედეგად, წოწერიას კანდიდატურას 40- მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 კი წინააღმდეგი წავიდა.

"აწი იწყება უმთავრესი - მუხლჩაუხრელი შრომა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა წოწერიამ.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას 50 წევრიდან 46 ესწრება.

მამუკა წოწერიას ბიოგრაფია:

დაიბადა 1974 წლის 10 იანვარს ქალაქ ზუგდიდში. დაამთავრა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის II საშუალო სკოლა.

განათლება:

მაკროეკონომიკა (2001) - ივ.ჯავახიშვილის საელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, თბილისი, საქართველო

საერთაშორისო ურთიერთობები (1997) - საქართველოს დიპლომატიური აკადემია

მაკროეკონომიკა (1996) - ივ.ჯავახიშვილის საელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება: 2016 წლის 22.11 მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველი მოადგილე

2014 - 2016 წწ. მაჟორიტარი დეპუტატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო,

2014 - 2016 წწ. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი, ზუგდიდის მინიციპალიტეტის საკრებულო,

2014- 2016 წწ. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო,

2013- 2016წწ . სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფროსი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

დამფუძენბელი-დირექტორი, შპს ზუგდიდის ეთერზეთების კომპანია,

2011- 2013წწ. ეკონომიკური მრჩეველი, ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო

2010-2011 წწ. საინვესტიციო პროექტებისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი, ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო

2010-2010წწ. საწარმოთა ფინანსური ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო .

2009-2010წწ. საწარმოთა ფინანსური ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, ქ.თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო

2004-2008წწ. მენეჯერ-კონსულტანტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

2002-2004წწ. ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების განყოფილების უფროსი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური

2000-2002წწ. კონკურენციის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური

ეკონომიკისა და სტატისტიკის სექტორის კოორდინატორი,

1998 – 2000 წწ. ა.ო. „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი“

1996-2001წწ. მარკეტინგის სპეციალისტი, ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა.




Print