რეგიონი
ცნობილია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ვინაობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლდება. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დეპუტატებს მოადგილეების პოზიციაზე თამაზ ფაცაცია და ბესიკ ჭეჟია წარუდგინა.მათ კანდიდატურებს 45 დეპუტატიდან მხარი 39-მა დაუჭირა. ერთ-ერთმა წევრმა სხდომა პირადი მიზეზის გამო დატოვა.



ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ წოწერიას კითხვით მიმართა და სთხოვა განემარტა, თუ რა საჭიროა ორი მოადგილე და პრინციპით შეირჩნენ ისინი.

"ორი მოადგილის არჩევა არ არის განპირობებული, იმით რომ ეს რეალურად საჭიროა - საკრებულოს შეუძლია თავმჯდომარის ერთი მოადგილის პირობებშიც განახორციელოს თავისი საქმიანობა. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ხელოვნურად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები, რადგან ეს ადამიანები მათი მაფიის წევრები არიან და აუცილებელია მათი დასაქმება", - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, წოწერიამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს უპასუხა, რომ საკრებულოს გამართული მუშაობისთვის ასე თვლის სააჭიროდ.

"კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისად იმ მუნიციპალიტეტებში სადაც მოსახლეობა 100 000 აღემატება შესაძლებელია თავმჯდომარეს ჰყავდეს 2 მოადგილე, შესაბამისად მე წარვადგინე 2 კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ ამ ორი ადამიანის საქმიანობა იქნება ეფექტური ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის", - განაცხადა წოწერიამ.

თამაზ ფაცაცია, კულტურისა და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით იმუშავებს, ხოლო ბესიკ ჭეჟია ფინანსებსა და ეკონომიკის საკითხებს გაუწევს კურირებას.

Print