რეგიონი
საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გარდა წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის და მისი მოადგილეებისა, მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - დავით გახარიაა;

იურიდიულ სამანდატო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - სანდრო სორდია;

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ეკა კიფაია;

ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ირაკლი ლაგვილავა.

განათლებისა, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - ოთარ ქადარია.

გარდა ამისა, სხდომაზე მმართველმა პარტიამ ფრაქციის თავმჯდომარეც დაასახელა. საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ თამუნა ჯიქია უხელმძღვანელბს.

ყველა კომისიის თავმჯდომარე 39 -6 წინააღმდეგ იქნა არჩეული. დღევანდელ სხდომას 50 დეპუტადიდან 46 ესწრებოდა.

Print