რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოში 2 ფრაქცია დარეგისტრირდა
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი, ყოფილი და მმართველი პარტიის, ფრაქცია დარეგისტრირდა. „ქართულ ოცნებას“ თამუნა ჯიქია უხელმძღვანელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“- ანა წითლიძე.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამი წევრისგან (პაატა ადამია, მალხაზ ციკუტანია, დავით შელია) შედგება. 

„ამოქმედდება ფრაქციის ცხელი ხაზი და მოსახლეობასთან ვიწყებთ ყოველდღიურ მუშაობას“, - აღნიშნა წითლიძემ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, მისი წევრების ზუსტი რაოდეობა ამ დრომდე უცნობია, რადგან რამდენიმე დეპუტატის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. მისივე თქმით, ფრაქცია ამომრჩეველთან აქტიურ მუშაობას გეგმავს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ვისხდეთ კაბინეტებში...თუ არ ვიქნებით კაბინეტში, ვიქნებით მოსახლეობასთან შეხვედრაზე“, - თქვა ჯიქიამ.

საკრებულოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მას ორგანოში 33 მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიული სიის 9 წევრი ჰყავს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არჩეულ საკრებულოში ენმ ერთი მაჟორიტარით და პროპორციული სიის ოთხი, ხოლო "ევროპული საქართველო" - 2 წევრით არის წარმოდგენილი.

Print