რეგიონი
წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილებს დღეს ჩამოაბრძანებენ
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მესტიიდან ზუგდიდში დღეს ხუთ საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარის წინამძღვარმა მამა მალხაზი ჭანტურიამ განუცხადა, სიწმინდეს სასულიერო პირები და მრევლი მოედანთან დახვდება. შემდეგ კი სიწმინდეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ.

"მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ", - აღნიშნა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.


Print