რეგიონი
კარასინი: საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღებაში ხელს კონფლიქტების ზონასთან სიახლოვე უშლის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ის მიზეზები განმარტა, რომლებიც ხელს უშლის რუსეთს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღოს. მისი განცხადებით, სხვა საკითხების გარდა, ამის ხელშემშლელი მიზეზია საქართველოს სიახლოვე სამხედრო კონფლიქტების ზონასთან.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გააუქმა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

კარასინმა ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.




Print