რეგიონი
ზუგდიდში მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის პროექტი განიხილეს
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის პროექტი განიხილეს. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია უძღვებოდა. პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობებოის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის განხილვას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის, კომპანია „Enviroplan S.A.”-ს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print