რეგიონი
ბავშვის ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა
შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღძრა. რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ბავშვს სახის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მათივე ცნობით, მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა და პაციენტი უკვე გაწერილია. ფაქტი, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.

როგორც რადიო „ათინათს“ სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტმა უტა მიქაძემ განუცხადა, ბავშვი მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება.

„არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე დღეის მდგომარეობით ის იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობაში, მიმღებ მშობლეთან“, - განაცხადა მიქაძემ.

ბავშვი აფაზეთიდან დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა გადმოიყვანეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით მას მამინაცვალმა სცემა.
Print