რეგიონი
წალენჯიხაში მამაკაცს კუსტარულად დამზადებული ნივთიერება აუფეთქდა
წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცს კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აუფეთქდა, რის შედეგადაც მან მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. როგორც რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, დაშავებული 27 წლისაა და იგი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

"ზუგდიდში ვიყავი, რომ დამირეკეს, დეტალები მეც არ ვიცი, მაგრამ როგორც მაქვს ინფორმაცია დაშავებული სათევზაოდ მიდიოდა", - თქვა ფარცვანიამ.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

Print