რეგიონი
ყაჩაღობის ბრალდებით სენაკში ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სსკ-ს 179-ე მუხლით. მიმდინარეობს


Print