ახალი ამბები
ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვები არ იმოქმედებს
ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენებისას გამონაკლისი დაიშვება და კანონით განსაზღვრული აკრძალვა არ იმოქმდებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772 პრიმა მუხლი არეგულირებს ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების წესებს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევა“, - აცხადებენ შსს-ში.

შს სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით პიროტექნიკის გამოყენებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

Print