ახალი ამბები
ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს
ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 300 მეტრში არსებულ საძოვარზე მონადირეებმა მგელი მოკლეს. მათი ინფორმაციით, მტაცებელი წვრილფეხა საქონელს დაესხა თავს, რის შემდეგაც ერთი მათგანის ნარჩენები იპოვეს.

მონადირეების თქმით, მგლებზე ნადირობისთვის გაცემული ლიცენზიები საკმარისი არ არის და შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

ხობის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რომ ლიცენზია 10 მგელსა და 20 ტურაზეა გაცემული, ხოლო მონადირებული მგლების რაოდენობა 2-ია, ამიტომაც დამატებითი ლიცენზიის საჭიროება არ არსებობს.

Print