რეგიონი
რუს სამხედროებს გუდაუთაში ბინები გადასცეს
რუს სამხედროებს, რომლებიც გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, 78 ბინის გასღები გადასცეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი 5 ორსართულიანი სახლისგან შედგება. ბინები შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ავეჯითაა აღჭურვილი. კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნებია მოწყობილი.

აფხაზური მედიის ცნობით, 2018 წელს დაგეგმილია სამხედრო გაერთიანების 200 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ბაზის ტერიტორიაზე 14 იდენტური სახლის, ასევე საბავშვო ბაღის, სკოლის და სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.


Print