ახალი ამბები
ხვალ ფოთსა და ყულევში 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები ხვალ ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიან შტორმს ვარაუდობენ. მათი ინფორმაციით, უამინდობა სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. „ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 15 მეტრი წამში იქნება. საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“, - განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ქარბუქი და 4-6 ბალიანი შტორმი. ამასთან, მაღალ მთაში სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან.


ამავე თემაზე:

მოსალოდნელი შტორმი, ღვარცოფი და მეწყერი - საქართველოში ამინდი უარესდება
Print