რეგიონი
მეუფე გერასიმე პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნაზე: არაფერი ვიცოდი (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ მედიისგან ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ჟურნალისტებისგან შეიტყო.



„არ ვიცი, წირვაზე ვიყავით და ამის შესახებ ახლა თქვენგან, ჟურნალისტებისგან გავიგე. ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. წმინდა გიორგი შეეწიოს და გაახაროს. კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყროებელი“,- აღნიშნა მან.

ქაშუეთში გიორგობის აღსანიშნავი სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანება წაიკითხა, რომელის მიხედვითაც ილია მეორეს მესაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იქნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.