რეგიონი
აგრონომი: აფხაზეთში ამინდი ციტრუსის მოსავალზე არ იმოქმედებს
აფხაზეთში აცივდა, ტემპერატურა + 2С°- მდე დაეცა, ხოლო მთიან რაიონებში მოთოვა, თუმცა ტემპერატურის ვარდნა ციტრუსოვან კულტურებზე უარყოფითად არ ასახულა. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ სოფლის მეურნეობის გულრიფშის რაიონის სამმართველოს წარმომადგენელმა რაფიკ გრიგორიანმა განუცხადა.

აგრონომმა აღნიშნა, რომ საშიშროებას ტემპერატურის -1°- მდე ვარდნა წარმოადგენს. მისი თქმით, ამ დროისათვის გულრიფშის რაიონში ციტრუსების მოსავლის 50 პროცენტი აღებულია.

გრიგორიანის ცნობით, შარშან 12 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი აიღეს, ხოლო 2017 წელს, 7 ათასი ტონის აღება იგეგმება. პლანტაციები აქ 235 ჰექტარზეა გაშენებული.


Print