რეგიონი
სენაკში ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა (ვიდეო) R
სენაკში, რუსთაველის #255, ფინკა ბანკის ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდება. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომელიც მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს ქმნის.

ფინკამ საბანკო ლიცენზია 2013 წელს მიიღო და საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, დღეს მომხარებლებს უკვე სრულ საბანკო პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობს. ბანკი ასევე მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 35 ქალაქში.

2018 წელს ფინკა ბანკი საქართველოს ბაზარზე მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით მომხმარებელს ბევრ სიახლესა და საინტერესო შეთავაზებას ჰპირდება.


Print