რეგიონი
საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "ზუგდიდი" ლიგა 3-ში დაქვეითდა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ზუგდიდის „ზუგდიდისთვის“ გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. „ზუგდიდი“ მარტვილის „მერანთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა,

რის გამოც გუნდმა ლიგა 3-ში გადაინაცვლა. გუნდის დირექტორის ზაზა ჯანაშიას თქმით, ფეხბურთელებმა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ.

 

„მესმის გულშემატკივრების უკმაყოფილება , მეც გაწბილებული ვიქნებოდი ჩემთვის საყვარელი გუნდის გავარდნის გამო, თუმცა ჩვენ არ ვნებდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ უკვე მომავალი წლიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯანაშიამ.

გუნდმა უმაღლესი ლიგა გასულ სეზონში დატოვა და ვერც წელს შეძლო მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნება.


 

Print