რეგიონი
ზუგდიდში სამოდელო სახლის Best Models ფილიალი გაიხსნა (ვიდეო) R
კომპანიის გენერალური დირექტორის კახი ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეს თბილისისა და ქუთაისის შემდეგ სამოდელო სააგენტოს მესამე ფილიალია. ის 5-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, ისწავლება დეფილე, აერობიკა, ფოტო პოზირება, მეტყველება, თანამედროვე ცეკვები და მსახიობის ოსტატობა.



„უკვე ჩაეწერა 30 ბავშვი. საინტერესოა ჩვენთან თანამშრომლობა, რადგან ბევრი თაობა აღვზარდეთ, მეათე წელია მისტერ ვალენტინის კონკურსს ვატარებთ. ჩვენი სტუდიის მოდელებს იღებენ სარეკლამო რგოლებში, ისინი მონაწილეობენ ფოტოსესიებსა და სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ჩვენებებში. გარდა ამისა, ზუგდიდელ ბავშვებსაც ექნებათ რეგიონალური გასვლები და გადაღებები“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მან ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.

Best Models საქართველოში უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს.

Print