რეგიონი
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
„ლენდოს“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული გიორგი კუკავა სასამართლო დარბაზიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ადვოკატის იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი უკან გაითხოვა, რადგან შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები ბრალდებულის ანაბეჭდებს არ დაემთხვა.

„ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა არც კი დაგვიწყია, რადგან ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თითის ანაბეჭდები არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არამედ სხვა პიროვნებას ეკუთვნის, რომელიც „ვივუსის“ დაყაჩაღებაშია ბრალებული“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

„პოლიციის ქმედება იყო არაპოსფეიონალური, რადგან ნახევარ საათში, თითქოს გახსნეს ყაჩარობა და არაფრის გაგონება არ უნდოდათ“, - დასძინა ჯანაშიამ.

“ლენდოს“ დაყაჩაღების ფაქტზე გიორგი კუკავა 9 თვის წინ, მიმდინარე წლის 16 მარტს, დააკავეს. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.


ამავე თემაზე:

"ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულის პროცესს მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა (ვიდეო)

"ლენდოს" დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ

ზუგდიდში ლენდო დააყაჩაღეს (ვიდეო)
Print