რეგიონი
რუხში უაქციოზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 6,120 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print