რეგიონი
ზუგდიდელი საბა მანია სოჭში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული სკოლის კარატისტი 14 წლის საბა მანია სოჭში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მან თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე კარატე დო-ში( WKF) წარმატებით იასპარეზა და რუსეთში გასამგზავრებელი საკმარისი ქულა დააგროვა. 

ცენტრის დირექტორის დავით კვაშილავას თქმით, მანია მეზობელ ქვეყანაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელთან ერთად გაემგზავრება.

„საბა ერთადერთია, ვინც ზუგდიდიდან მიემგზავრება“, -აღნიშნა კვაშილავამ.

ევროპის ჩემპიონატი სოჭში 2018 წლის 3-5 თებერვალს გაიმართება.


Print