რეგიონი
ჭუბერში აქციის მონაწილეები მესტიის მერს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში საპროტესტო აქცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილობრივი მოსახლეობა მერისგან კონკრეტულ თარიღს ითხოვდა, თუ როდის დაიწყება გზის რეაბილიტაცია და ელექტრობოძების გამოცვლის სამუშაოები. აქციის მონაწილეები მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუპირისპირდნენ.

"კონკრეტულ თარიღის დასახელებას ითხოვენ, რასაც დღეს ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ უნდა მოხდეს ენერგო- პროსთან შეხვედრა და მოლაპარაკება" - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

აქციის მონაწილეებს გზის მთავარი მაგისტრალი ამდრომდე გადაკეტილი აქვთ, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

Print