რეგიონი
გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის

მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელლის კანჯიოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლებასა და ე.წ. ბორდეროზაციის პროცესს.

 


გალში, მსგავში შეხბვედრა ბოლოს 25 ოქტომბერს გაიმართა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება მამა-შვილ როგავებს, ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 აპრილს დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება მათ "საზღვრის უკანონო გადაკვეთას" და ხელისუფლების წარამოდგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

 

Print