ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ლიტველ ჟურნალისტებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ლიტვის რესპუბლიკის მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი დიანა ზარემბიენე და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველიც იმყოფებოდნენ.



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ქრონოლოგიური ინფორმაცია აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემებს, მათ შორის, ქართული ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას.

ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Print