რეგიონი
სოფელ ინგირში დაკლული ცხენების ნაწილები იპოვეს (ფოტო)
ზუგდიდში, სოფლებს ინგირსა და თარგამულს შორის არსებული საავტომობილო გზიდან 100 მეტრში დაკლული ცხენების კიდურები, თავის ქალა და ტყავი ღია ცის ქვეშ, მინდორზე ყრია. საქონლის ნაწილები იქ, სავარაუდოდ, ტომრებით მიიტანეს, რადგან ის გარშემო ძვლებთან ერთად არის მიმოფანტული. სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოში მიიჩნევენ, რომ უნდა გაირკვეს, დაიკლა თუ არა ცხენები შემდგომი რეალიზაციისთვის.



აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობა ერთ კილომეტრში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, აქ ცხენები არ ჰყავთ და ეჭვობენ, რომ საქონლის ნაწილები ახლო სოფლებიდან ან ქალაქიდან მიიტანეს.

„მანდ ადრე ძროხები დამყავდა საძოვარზე და არ შემიმჩნევია. ახალი დაყრილია, აქაური ამას არ იზამდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იმის გასარკვევად, იყიდება თუ არა ცხენის ხორცი ზუგდიდის ბაზარში ან ხვდება თუ არა სხვადასხვა საკვებ ობიექტში, რადიო “ათინათი“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ სამმართველოს დაუკავშირდა. სამმართველოს უფროსის მარიკას გულუას თქმით, ბაზარზე ცხენის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა მისი მტკიცებით, ამ საქონლის ხორცი ზუგდიდის ბაზარზე ვერ მოხვდება.

„ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ბაზარზე არ იყიდება ცხენის ხორცი. ზუგდიდის სასაკლაოებში არ იკვლება, რადგან მისი დამუშავება სასაკლაოს ძვირი უჯდება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სასაკლაოს გვერდის ავლით ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება. თუმცა საინტერესოა, ვინ დაყარა ნაწილები აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს ეჭვს იწვევს, რომ სადღაც გააქვთ. “, - აღნიშნა მან.



სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტით დაინტერესდებიან, თუმცა, მათივე თქმით, იმის გამოძიება, თუ ვინ დაყარა ნარჩენები, მათ კომპეტენციას სცდება.

„ეს უფრო სამართალდამცავი ორგანოების საკითხია, თუმცა ჩვენც დაინტერესებული ვართ, გავიგოთ, სად მიაქვთ ეს ხორცი ან ვინ კლავს მას“, - თქვა გულუამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად „ზუგდიდასუფთავების“ სამსახურის წარმომადგელებს გაგზავნიან, ხოლო ფაქტის გამოსაძიებლად შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება ჯერ არ შესულა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
29 / მარტი 2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
29 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.