რეგიონი
შოტლანდია: აფხაზ მეომართა მემორიალი ძველ ადგილს უცვლელად დაუბრუნდება
შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აღებული აფხაზ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დაბრუნდება, ამის შესახებ ნათქვამია აღმოსავლეთ ეირშირის საბჭოს განცხადებაში. ტექსტი იხილეთ ბმულზე:
https://www.east-ayrshire.gov.uk/news/article/howard-park-memorial-position-statement

ამავე დროს საბჭო თვლის, რომ უნდა შემუშავდეს ქვაზე დასატანი, ყველა მხარისთვის მისაღები, უნივერსალური ტექსტი და გაგრძელდეს დიალოგი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მემორიალი ეძღვნება კონფლიქტში მონაწილე არა რომელიმე ერთ მხარეს არამედ, კილმარნოკის დაძმობილებულ ქალაქ სოხუმში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბჭო მემორიალთან მოაწყობს საინფორმაციო დაფას, რომელზეც განმარტავს არსებულ პოზიციას და მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი ნოემბერში დააყენა. შოტლანდიის მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა. მემორიალის დემონტაჟი 10 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას თქმით, მათ არ მოუთხოვიათ მემორიალის დემონტაჟი. საგარეო უწყებამ მხოლოდ მიუთითა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებს.

„ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ყველაფერს შესაბამისობაში მოიყვანს. ამ მიზნით, მემორიალის დროებითი დემონტაჟი განხორციელდა, გამოსწორების შემდეგ, მას ისევ თავის ადგილზე დააბრუნებენ“, - განაცხადა დონდუამ.

მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ქართული მხარის ნაბიჯები შეფასდა „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობა და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობა“.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.