რეგიონი
დაკლული ცხენების ნაწილების ინგირში აღმოჩენის ფაქტით სესი და პოლიცია დაინტერესდა
სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ოფიცერი ადგილზე, სადაც დაკლული ცხენების ნაწილები იყო მიმოფანტული, რადიო „ათინათის“ ვებგვერდზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ მივიდა. ტერიტორიის დათვალიერებისას მან ადგილზე პოლიცია გამოძახა. სეს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება მათ კომპეტენციას ცდება.


აქვე იმყოფებოდნენ ზუგდიდდასუფთავების თანამშრომლებიც. მათი თქმით, ამ ტერიტორიის დასუფთავებას ერთ დღეზე მეტი დასჭირდება, რადგან ცხოველის ნაწილების გარდა იქ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავიც ყრია.
დაიწყებს თუ არა აღნიშნულ საკითხზე შს სამინისტრო გამოძიებას ჯერ უცნობია.

ინგირსა და თარგამულს შორის არსებული საავტომობილო გზიდან 100 მეტრში დაკლული ცხენების კიდურები, თავის ქალა და ტყავი ღია ცის ქვეშ, მინდორზე ყრია. საქონლის ნაწილები იქ, სავარაუდოდ, ტომრებით მიიტანეს, რადგან ისინი გარშემო ძვლებთან ერთად არის მიმოფანტული. სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოში მიიჩნევენ, რომ უნდა გაირკვეს, დაიკლა თუ არა ცხენები შემდგომი რეალიზაციისთვის.







Print