რეგიონი
სამაცივრე საწყობში მამაკაცი გარდაიცვალა
ფოთში, სამაცივრე საწყობში "აისბერგ- ფოთი" უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საწყობში მუშაობდა, როდესაც მძიმე ტვირთი დაეცა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print