ახალი ამბები
საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯვის ლიმიტი ზუგდიდის საკრებულოში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯვის ლიმიტი განესაზღვრათ.

საკრებულოს თავმდჯომარეს სატელეფონო მომსახურებისთვის თვეში 40 ლარი ჩაერიცხება, მის ორ მოადგილეს - 30-30, საკრებულოს 5 კომისიის უფროსებს თვის განმავლობაში ტელეფონით სარგებლობის ხარჯვის ლიმიტად 20-20 ლარი განესაზღვათ, ისევე, როგორც ფრაქციების თავმჯდომარეებს. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს სატელეფონო მომსახურებისთვის თვეში 410 ლარი გამოეყოთ.
სულ აღნიშნული ხარჯებისთვის თვეში 650, წელიწადში კი 7800 ლარია გათვალისწინებული.



რაც შეეხება საწვავს, მამუკა წოწერიას თვეში 700 ლიტრი საწვავის მოხმარების ლიმიტი ექნება, მის მოადგილეებს 400-400, ხოლო კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს 150-150 ლიტრი. აპარატის საჯარო მოსამსახურეებს კი საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლარით განესაზღვრათ.

თვის განმავშლობაში საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს 3050 ლიტრი, ხოლო წლის განმავლობაში 36 600 ლიტრი საწვავის მოხმარება შეეძლებათ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.

Print