რეგიონი
სისხლის ბანკი დაჭრილი მოსწავლისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.

”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 ”წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის" პირველი სართული. ”ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი”, - ნათქვამია სისხლის ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაჭრილი მოსწავლის მკურნალი ექიმის, დავით ლოლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს დაჭრილის სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით", - განაცხადა  ლოლაძემ.

გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print