ახალი ამბები
სენაკელებმა გაზიფიცირების მოთხოვნით აქცია გამართეს
სენაკში მშვიდობის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გაზიფიცირებას ითხოვენ და ამბობენ, რომ გაზი სოფელ ნოსირში მათი ქუჩის გავლით გაყავთ, თუმცა მათ სახლებთან გაზის მილების დაქსელვა არ მიმდინარეობს.

ადგილობრივებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. ის მოსახლეობას დაპირდა, რომ მათ ბუნებრივი აირი ექნებათ, თუმცა მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს დაპირების არ სჯერათ და დილიდან აქციის განახლებას გეგმავენ.

Print