ახალი ამბები
ბარამიას ქუჩაზე მამაკაცის თხრილში ჩავარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მიმდინარე დევნილთა კორპუსების მშენებლობის ტერიტორიაზე თხრილში მამაკაცის ჩავარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, მამაკაცის მდგომარეობა არ გაუარესებულა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობის ტერიტორიაზე, მამაკაცი ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც მიწის მასა ჩამოიშალა და ის მიწის ქვეშ მოყვა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაზარალებული მაშველებმა მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის საავამდყოფოში გადაიყვანეს.


ფოტო: სამშენებლო სამუშაოები ბარამიას ქუჩაზე

ამავე თემაზე:

ბარამიას ქუჩაზე თხრილში ჩავარდნილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
Print