რეგიონი
სვანეთის ახალგაზრული კავშირი განცხადებას ავრცელებს
„სვანეთის ახალგაზრული კავშირი“ , რომელთა ორგანიზებითაც სვანეთში სამი დღეა ჰესების მშენებლობის წინაარმდეგ აქცია მიმდინარეობს განცახებას ავრცელებს.

„სვანეთის ახალგაზრული კავშირის მიერ ორგანიზირებულ აქცის შესახებ მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ აქციის უკან დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და ვითომ ვიღაცის ინტერესებშია სვანეთში საპროტესტო აქციები. სვანეთის ახალგაზრდული კავშირი სრული პასუხიმგებლობით აცხადებს, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული პროტესტი, ყველანაირ პოლიტიკურ სარჩულის გარეშე მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის და სვანეთის ერთეულები და მისი გულმხურვალე ქომაგები. მოვითხოვთ კაპიტონ ჟორჟოლიანის მიერ დასახელდეს ის პირები ვინც არიან საპროტესტო აქციებით დაინტერესებული. სხვა შემთხვევაში კატეგორიულად მოვითხოვთ თავი შეიკავოს აქციის მონაწილეების იაფასიანი დისკრედიტაციისგან. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება დავსვათ შეკითხვები, რომელზეც ჩვენს მიერ დაქირავებულმა საჯარო მოხელეებმა უნდა გასცენ პასუხი. მერს ნუ დაავიწყდება, რომ თუნდარ ერთი ადამიანის პროტესტიც კი ანგარიშგასაწევი და ყურადსაღებია. იმასაც ნუ დაივიწყებს ზუსტად იმ ხალხის მიერაა დაქირავებული, რომელიც დღეს დგას საპროტესტო აქციაზე და ის უნდა ემსახურებოდეს ხეობის და მათი შემადგენელი თემების ინტერესებს. თუ სვანეთის ხეობის და ქვეყნის ინტერესების გულწრფელი დაცვა ვინმესთვის პოლიტიკაა, სვანეთის ახალგაზრდული კავშირი ღიად ვაცხადებთ რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ სვანეთის ხეობის ინტერესს“, - ნათქვამია განცახდებაში.

მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რამაც ეკოსისტემას სახე შეუცვალა.


Print