პოლიტიკა
გენდერული ბალანსი სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველ ორგანოებში
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში ადგილობრივი ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა უმეტეს მათგანში გადაწყვეტილების მიმღები პირები უკვე დაინიშნა. რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, არის თუ არა დაცული გენდერული ბალანსი მერიებისა და წარმომადგენლობით ორგანოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

ზუგდიდის მერის მოადგილეები მამაკაცები არიან, მუნიციპალიტეტის მერიის 10 სამსახურიდან კი ქალი მხოლოდ ორ მათგანს უხელმძღვანელებს. ზუგდიდის საკრებულოში ორი განყოფილების უფროსად ქალი დაინიშნა, წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატსაც ქალი ხელმძღვანელობს.



ზუგდიდის მერი სამსახურის უფროსებს წარადგენს


ჩხოროწყუს მერიაში ქალი მხოლოდ ერთ - კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობს, საკრებულოში კი ოთხიდან ორი განყოფილების უფროსი ქალია.

წალენჯიხის მერიაში ყველა სამსახურს მამაკაცები ხელმძღვანელობენ, რაც შეეხება საკრებულოს, აპარატის და სამი განყოფილებიდან ერთ-ერთის უფროსი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.

მარტვილის მერიაში ამბობენ, რომ სამსახურები დაკომპლექტება დასრულებული არ არის და ეცდებიან, ბალანსი დაიცვან, საკრებულოში კი სულ სამი განყოფილებაა, რომელთაგან ორს ქალი ხელმძღვანელობს.

ხობის მერიაში რვიდან ორი სამსახურის უფროსი ქალია, საკრებულოში კი აპარატის ხელმძღვანელი ქალია, თუმცა, ორივე განყოფილებას მამაკაცი ხელმძღვანელობს.



ხობის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში არცერთ სამსახურს ქალი არ ხელმძღვანელობს რაც შეეხება საკრებულოს, ორივე, იურიდიული და საქმის წარმოების განყოფილების უფროსები ქალები არიან.

ფოთის საკრებულოში ყველა განყოფილებასა და აპარატს ქალები ხელმძღვანელობენ, მერიაში კი ათი სამსახურიდან სამის უფროსად ქალია დანიშნული.



ფოთის მერი მოადგილეებს წარადგენს


რაც შეეხება სენაკს, მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გუნდი სრულად ჯერ არ დაუკომპლექტებიათ, თუმცა სამი სამსახურის უფროსი ქალია. ასევე, ქალის კანდიდატურა განიხილება მერის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე. საკრებულოში კი განყოფილებები გაუქმდა.

მესტია ერთადერთი მუნიციპალიტეტია სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც მერის მოადგილე ქალია, ისევე როგორც სამსახურის უფროსების უმრავლესობა. მესტიის მერიის 9 სამსახურიდან 5-ს ქალი ხელმძღვანელობს, საკრებულოს სამი განყოფილების უფროსიც ქალია.

სამეგრელო -ზემო სვანეთში არცერთ მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ქალი მერი, ასევე, ყველა წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარე მამაკაცია.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.