რეგიონი
ფილმის ჩვენება შრომითი ურთიერთობებისა და ქალთა დისკრიმინაციის შესახებ
სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ორგანიზებით, ფილმის - „ჩრდილოეთის ქვეყანა“ ჩვენება გაიმართა. ის ქალთა შრომითი უფლებების შეზღუდვასა და სამსახურში მათ სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა. ჩვენების ორგანიზატორის ციცინო შენგელიას თქმით, მსგავს თემებზე დისკუსიების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ქალები ხშირად აწყდებიან იმ პრობლემებს, რაც ფილმშია ასახული.

“ქალები სექსუარულ შევიწროებას აწყდებიან, ყველგან სამსახურში, ქუჩაში და მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საკმაოდ მტკივნეულად დგას ეს პრობლემა საქრთველოში და გვინდა, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს“, - განაცხადა შენგელიამ.

„ჩრდილოეთის ქვეყანა“ მოგვითხრობს ქალზე, რომელიც განქორწინების შემდეგ დაბრუნდა მხარეში, სამსახურის საძიებლად. მას ორი შვილი ჰყავს და მათ სარჩენად იძულებული ხდება მაღაროში დაიწყოს მუშაობა, სადაც უმრავლესობა მამაკაცებია. გმირი მკაცრ რეალობას აწყდება. ის მოწმე გახდება მაღაროელი კაცის მიერ მისი მეწყვილის, შერის შევიწროებისა. რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უფროსთან იჩივლებს, მაგრამ უფროსი მხოლოდ ქალს გააკრიტიკებს და არაფერს მოიმოქმედებს. საბოლოოდ საქმე სასამართლომდე მიდის. სადაც ქალი იმარჯვებს.

ფილმის ჩვენება დემოკრატიული ჩათულობის ცენტრის მზარდაჭერით გაიმართა. ის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის 16 დღანი კამპანიის ფარგლებში მოეწყო.



Print