ახალი ამბები
ზუგდიდი და ჩხოროწყუ გამჭვირვალობის თვალსაზირისით ხუთ საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა
ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები პროექტ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ,,ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“, საუკეთესო 5 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა.

კვლევის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს დავით ჭანტურიას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის ყველაზე მაღალი შედეგის მქონე 5 მუნიციპალიტეტი რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ჩხოროწყუ და ზუგდიდი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.



ჩხოროწყუ


მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში მოხდა. კვლევა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 71 მუნიციპალიტეტში ჩაატარა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი 3 თემატური ბლოკისგან შედგება– საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

Print