ახალი ამბები
წოწერია დევნილებს: წყალი, რომელსაც სვამდით, სასმელად მიზანშეწონილი არ არის
თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდა. მისი თქმით, ხვალ ჩასახლებას წყალკანალი ბალანსზე აიყვანს, რის შემდეგაც დევნილებს წყლის მიწოდება აღუდგებათ. რაც შეეხება ხარისხს, წოწერიამ განმარტა, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწოდებული წყლის სასმელად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

„ხვალ მოეწერება ხელი საბოლოო გადაწყვეტიელებას, რის შემდეგაც წყალსაქაჩს აღუდგება დენის მიწოდება და შესაბამისად იქნება წყალიც. წყალკანალი საკუთარ თავზე იღებს იმას, რომ ეტაპობრივად მოხდეს გააბონენტება და მაქსიმალურად ოპერატიულად წყლის ხარისხის კონტროლი. სანამ არ დაიდება დასკვნა, რომ წყალი სასმელად ვარგისია, რეკომენდაცია გავეცით, რომ გადახარშული წყალი იხმარონ“, - განმარტა წოწერიამ.

რაც შეეხება სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის პრობლემას, წოწერიამ დასძინა, რომ მერია მოკვლევას აწარმოებს და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვისი პასუხისმგებლობა და ბრალეულობაც გამოიკვეთება.

თავის მხრივ კი დევნილები იმ პირების დასჯასაც ითხოვენ, ვისი პასუხიმგებლობითაც ისინი, მათივე თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში უვარგის წყალს სვამდნენ.


ამავე თემაზე:

ჩილაჩავა:წყალკანალმა ჩასახლება ბალანსზე აიყვანა, პროცედურების დასრულებამდე უნდა გავიჭირვოთ

უწყლოდ დარჩენილი დევნილები დახმარებას პრემიერსა და სახალხო დამცველს სთხოვენ

წყალკანალის მიერ დევნილთა დასახლების ბალანსზე აყვანის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობის დავალიანებას აპროტესტებენ (ვიდეო)
Print